logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ძალიან პირადულს ჰგავს ეს ამბავი...
- +

26 თებერვალი. 2016. 17:14



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე თავდასხმას პირად მოტივებს უკავშირებს. როგორც ქანთარიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მომხდარის შესახებ ყველაზე კარგად თავად პეტრიაშვილს ეცოდინება, თუმცა, ის ფაქტი, რომ „მის მიმართ შეგნებულად იყო სროლა ქვედა კიდურებზე, პირად მოტივებზე მიანიშნებს".


„ალექსი პეტრიაშვილი ცოტა ხნის წინ ჩვენი თანამებრძოლიც იყო და აქ არავითარ შუაში არაა პოლიტიკა. უაზრობაა ამაზე ლაპარაკი. მთავარია, დროზე გამოჯანმრთელდეს. ყველაზე უკეთ თვითონ ბუკამ იცის მოტივი. რაღაც ალბათ პირადის მსგავსია. პოლიცია ამას გამოიძიებს და უმკაცრესად დასჯის. ინფორმაცია არ მაქვს, რომ პირადულია, მაგრამ ის, რომ მის მიმართ შეგნებულად იყო სროლა ქვედა კიდურებზე, ამაზე მიანიშნებს. არ უნდა იყოს ალბათ ჩახლართული ამბავი. ვფიქრობ, ძალიან მალე გამოიძიებენ. კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას ეს ნამდვილად არ ნიშნავს. ყველგან ხდება ასეთი ფაქტები", - განაცხადა ქანთარიამ.


კითხვაზე, ხომ არ არის ეს თავდასხმა იმ თვალთვალის გაგრძელება, რაზეც მისი მეუღლე ეკა მიშველაძე ჯერ კიდევ სექტემბერში საუბრობდა, ქანთარია აცხადებს, რომ არსად იკვეთება, გარკვეული უწყებების მიერ პეტრიაშვილის თვალთვალი და ამის ფაქტები არ არსებობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner