logo_geo
eng_logo
ნიკა მელია სასამართლოში მივიდა
- +

27 ივნისი. 2019. 14:44

 

 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მელიას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

 

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეს მოსამართლე თემურ გოგოხია განიხილავს.

 

გენერალური პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. უწყებამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.

 

მანამდე კი მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურამ პარლამენტს მიმართა.

 

91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტში კენჭისყრის შედეგად, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა.

 

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner