logo_geo
eng_logo
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
- +

27 ივნისი. 2019. 14:47

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 

დარბაზში მყოფი პოლიტიკოსები და მისი მხარდამჭერები მას შეძახილებით და ტაშით შეხვდნენ.

 

სასამართლოში იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები და ნიკა მელიას მეგობრები.

 

გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს.

 

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner