იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო უბანზე ვინმეს ფიზიკური დაზიანებისთვის მოძალადეს 3-4 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თეა წულუკიანის თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავეს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის სხვადასხვა ქმედებებს.
მოძალადის ქმედება, მუქარა ან სხვა სახის ძალადობა, თუნდაც მას არ მოჰყვეს მსუბუქი სახის დაზიანებაც კი, 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვება, თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება 3 წლის ვადით, ხოლო ჯგუფური დანაშაულის შემთხვევაში - 4 წლის ვადით.
„ასევე მკაცრდება ცემის მუხლი, 125-ე მუხლი, რომელიც საკმაოდ სუსტია და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც პროკურატურას და, საბოლოო ჯამში, არც მოსამართლეს არ აძლევს საშუალებას, ამგვარი ქმედებისადმი უფრო მკაცრი მიდგომა გამოიჩინოს", - განცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას სთხოვს.