logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ...
- +

27 ივნისი. 2019. 18:10

 

 

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ მიიღო, ხელისუფლების დამოუკიდებელმა რგოლმა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული. ვფიქრობ, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ მიიღო,  ხელისუფლების დამოუკიდებელმა რგოლმა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის ჩვენ ოპონენტებთან დაკავშირებით,  პროცესზე, რომელიც იყო მელიასთან დაკავშირებული, სრულად გარანტირებული ყოფილიყო. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მათი ხელისუფლების პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილება თავიანთი პოლიტიკური მიმართულების წინააღმდეგ წასულიყო.

 

„მე მესმის, რომ მელია, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მათი ხელისუფლების პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილება მათი პოლიტიკური მიმართულების წინააღმდეგ წასულიყო. მესმის, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ეს ვერასდროს იქნებოდა. ეს არის რეალობა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ შექმნა და ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

სასამართლომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner