logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა
- +

27 ივნისი. 2019. 18:19

 

 

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამკრძალავი ზომები 2020 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.

 

გადაწყვეტილება მინსკის შეთანხმების შესრულების შესახებ  საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის მოხსენების შემდეგ მიიღეს. ემანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა მოხსენება 20-21 ივნისს გამართულ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე წარადგინეს.

 

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და აშშ-მ რუსეთს სანქციები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის და ყირიმის მიერთების გამო დაუწესა. სანქციები რუსეთის ეკონომიკის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვითი წარმოების სფეროებზე ვრცელდება. მათი გაუქმება დაკავშირებულია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში სტაბილიზაციის მიზნით გაფორმებული მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე.

 

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და მოგვიანებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის გამო შემოიღეს. ამის საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთში მათი პროდუქციის ექსპორტი აკრძალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner