logo_geo
eng_logo
სლოვაკეთმა NATO-სა და ევროკავშირისკენ ორიენტაცია ოფიციალურად დაადასტურა
- +

27 ივნისი. 2019. 19:10

 

 

სლოვაკეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ, ეროვნული პარლამენტის სპიკერმა ანდრეი დანკომ და პრემიერმა პეტერ პელეგრინიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დაადასტურეს რესპუბლიკის ორიენტაცია საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირისა და NATO-სკენ.

 

დოკუმენტზე ხელის მოწერა საზეიმო ვითარებაში გაიმართა და ის რამდენიმე ტელეარხით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

 

„ძალიან მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სლოვაკეთს საგარეო პოლიტიკურ საქმეებში ერთიანი მიდგომა ჰქონდეს. არ უნდა იყოს ეჭვი, თუ საით არის მიმართული ჩვენი საგარეო პოლიტიკა და პრიორიტეტები. სლოვაკეთის ინტერესებშია, რომ ჩვენ სახლშიც და უცხოეთშიც ვლაპარაკობდეთ ერთიანი და ყველასთვის გასაგები ენით“, - განაცხადა ჩაპუტოვამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner