logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: განვითარებულმა პროცესებმა დისონანსი შეიტანა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მაკროეკონომიკური ფაქტორები საკმაოდ ჯანსაღია
- +

27 ივნისი. 2019. 21:52

 

 

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ეკონომიკაზე, ეს ფაქტია,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიასთან შეხვედრისას, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნეგატიურ მოლოდინებზე  მნიშვნელოვნად აისახა პირდაპირი ფრენების აკრძალვასა და რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ტურისტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ლარის კურსის შემთხვევაში საქმე გვაქვს მოკლევადიან და დროებით მოვლენასთან.

 

„ეს ყველაფერი დამშვიდდება. ქვეყანა არის სტაბილური განვითარების კალაპოტში. ამავე დროს, თითოეული ფუნდამენტური ფაქტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკის მდგრადობას, საკმაოდ კარგ ნიშნულზეა. ამ პროცესებმა ნეგატიური დისონანსი შეიტანა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს, მაკროეკონომიკური ფაქტორები არის საკმაოდ ჯანსაღი, შესაბამისად, ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ თვალსაზრისით არ ველოდებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც შეგვექმნა ამ მოკლევადიან პერიოდში და ამავე დროს უფრო ეფექტურად დავნერგოთ ჩვენი სამთავრობო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი. ჩვენ რეალობას ვუსწორებთ თვალს და ვეთანხმებით შეფასებას, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ფონი შექმნა ჩვენს ეკონომიკაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner