logo_geo
eng_logo
საქართველოში 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
- +

1 ივნისი. 2016. 15:06


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საქართველოში 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.



2016 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს 522,359 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,9%-ია.

მაისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 204,714 შეადგინა. ზრდა +24.3%.


2016 წლის მაისი - ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+6.8%), აზერბაიჯანიდან (+18.6%), სომხეთიდან (+3.9%), რუსეთიდან (+18.7%) და უკრაინიდან (+30.9%) განხორციელდა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მაისში გამოირჩნენ ლატვია +64%, პოლონეთი +30%, გერმანია +29% და ლიტვა +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ინდოეთი +319%, ირანი +300%, ისრაელი +122%, ომანი +149% და საუდის არაბეთი +85%.


საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 2,119,275 შეადგინა, ზრდა კი +15.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 782,814 შეადგინა, რაც +18.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.

2016 წლის იანვარი - მაისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+22%), თურქეთიდან (+6.6%), სომხეთიდან (+2.8%), რუსეთიდან (+19.6%) და უკრაინიდან (+23.8%) განხორციელდა.



პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისში გამოირჩნენ ლატვია +35%, იტალია +22%, პოლონეთი +15% და საფრანგეთი +10%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+361%), ინდოეთი +(335%), ომანი (+329%), ისრაელი (+113%), არაბთა გაერთიანებული საემიროები (+69%), ბელარუსი (+46%), უზბეკეთი (+41%), ყაზახეთი (+25%) და მოლდოვა (+22%).

2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია.

2015 წლის მაისის თვეში დაფიქსირდა საერთაშორისო შემოსვლების რეკორდული მაჩვენებელი. რეკორდულია ასევე 2016 წლის 5 თვის ჯამური მონაცემიც.

2016 წელს ხუთი თვის საერთაშორისო შემოსვლების ჯამურმა მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა ორ მილიონ ვიზიტს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner