პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლობის კომიტეტში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე დღეს დაგეგმილ განხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.
მისი თქმით, კითხვაზე, რომელიც მეტაფორასავით ჟღერს: უნდა გადავყაროთ უკვე არსებული ვიზები თუ არა, პასუხი დადებითი იქნება.
„დღეს არის მთავარი განხილვა, რომელზეც მგონია, რომ დადებითი შედეგი იქნება მიღწეული. შემდეგ დარჩება ტექნიკური, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები - რა თქმა უნდა, ის საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია, გადაწყდება. სულ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.