logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბავშვებს ბათუმიდან მიულოცეს
- +

1 ივნისი. 2016. 15:15


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის 26-ე სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრის აღსაზრდელებს მიულოცეს.



პრეზიდენტებმა და პირველმა ლედიმ ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები და თიხის ნაკეთობები დაათვალიერეს და იმ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, რომელითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სარგებლობენ.



პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ სკოლის აღსაზრდელებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და მასწავლებლებს მათზე ზრუნვისათვის მადლობა გადაუხადა.



დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენი მომავლის დღე, ანუ ბავშვების დღე. აქ, ინკლუზიურ სკოლაში, მე ვნახე, ბავშვები როგორ მუშაობენ  ერთად. ნახე ის არაჩვეულებრივი გარემო, რომელშიც ისინი იმყოფებიან.

 

აქ ყველაფერი მათთვის ისეა მოწყობილი, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რათა ისინი იყვნენ ერთად, ერთმანეთისგან ისწავლონ და ერთმანეთს მისცენ მაქსიმალურად პოზიტიური ენერგია.

 

აქ არიან მასწავლებელები, რომლებიც ძალიან კარგად და სწორად ზრუნავენ ბავშვებზე, ასე რომ, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.

 

დიდი მადლობა ყველას  იმისთვის, რომ ასე შეუძლიათ ბაშვებზე ზრუნვა, ისინი ჩვენი მომავალია", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.



საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები ბათუმში, ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner