იაპონიაში, კერძოდ კი, ქალაქ ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო. ამის შესახებ Aljazeera წერს.
სამიტის მონაწილეებმა ტრადიციული ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებს ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ხანმოკლე საუბრის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება.
იაპონიის ქალაქი ოსაკა G20-ის სამიტს უმასპინძლებს. G20-ის სამიტი ყოველწლიურად გაერთიანების ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ქალაქში იმართება. სახელმწიფოთა ლიდერები საერთაშორისო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიებზე, კლიმატის ცვლილებებზე მსჯელობენ.
სამიტს ოსაკა 28-29 ივნისს უმასპინძლებს.