logo_geo
eng_logo
თბილისში აფთიაქი დააყაჩაღეს
- +

28 ივნისი. 2019. 10:54

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, გადასასვლელ ხიდთან „ავერსის“ აფთიაქი დააყაჩაღეს.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, აფთიაქში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა, სავარაუდოდ გარკვეული თანხა წაიღო და ადგილიდან მიიმალა.

 

აფთიაქის თანამშრომლები ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

 

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner