logo_geo
eng_logo
გლდანის რაიონში ხუთ მისამართზე ფიტნეს-ზონა მოეწყო
- +

28 ივნისი. 2019. 11:41

 

გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს-ზონა კიდევ ხუთ  მისამართზე მოეწყო.

 

სხვადასხვა  დატვირთვის ტრენაჟორი გლდანის მესამე მიკრორაიონი N12, ლიბანის ქუჩა კორპუსი N6 და N119 საჯარო სკოლას შორის, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის კორპუსი N38-39, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N20-23 კორპუსებთან, ასევე,  კაჭარავას ქუჩა  N77 სპორტულ მოედანთან განთავსდა.

 

სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეო პარკმა“  განახორციელა,  გამგეობის ბიუჯეტიდან   76 570 ლარი დაიხარჯა.

 

მიმდინარე წელს, ტრენაჟორები, ჯამში, ოც  მისამართზე დამონტაჟდა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner