logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ძალიან ბედნიერი ვარ პუტინთან შეხვედრით
- +

28 ივნისი. 2019. 11:48

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებით მოხარულია. მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.

 

 

„მადლობა ყველას. ძალიან ბედნიერი ვარ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრით. მივესალმები რუსეთისა და ჩვენი დელეგაციის წევრებს“,- განაცხადა ტრამპმა.

 

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მომავალი დისკუსია საინტერესო იქნება.

 

მანამდე, ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის მოლოდინებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.

 

იაპონიის ქალაქ ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის რუს კოლეგა, ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2018 წლის დეკემბერში, არგენტინაში რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა.

 

დღეს, ქალაქ ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის პირველი დღეა.

 

29 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე შეხვდება.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner