მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის“ აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ. ამის შესახებ განცხადება აქციონერებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხაზარაძე და ჯაფარიძე განიხილავენ, „თიბისის“ აქციების დაახლოებით 8% დროებით მესამე მხარეს, საფინანსო ინსტიტუტს გადასცენ, იმ პირობით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ წილს უკან გამოისყიდიან.
ცნობისთვის, ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს, წილების მითითებით ასე გამოიყურება: მამუკა ხაზარაძე - 13.37%; ბადრი ჯაფარიძე - 6.68%; „European Bank for Reconstruction and Development“ - 8.08%; „JPMorgan Asset Management“ - 6.49%; „Schroder Investment Management“ - 7.18% და „Dunross & Co.“ - 5.94%.
ბოლო მონაცემებით, „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 871.17 მლნ გირვანქა სტერლინგია.
აღნიშნულ ინფორმაციას BPN ავრცელებს.