logo_geo
eng_logo
1 ივნისს საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პეპელა“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება
- +

1 ივნისი. 2016. 15:19

1 ივნისს, 18:30  საათზე, ევროპულ სკოლაში,  რიგით მეექვსე საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პეპელა“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

 

წელს ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ევროპული სკოლის მხარდაჭერით, პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში იმართება.

 

„ოქროს პეპელა“  29 მაისს საკონკურსო ფილმების ჩვენებით გაიხსნა და 1 ივნისს საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით იხურება. ფესტივალი წელსაც, ტრადიციულად მოიცავდა როგორც  საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამებს, აგრეთვე მასტერკლასებს, ვორქშოპებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს და შეხვედრებს ცნობილ კინომოღვაწეებთან. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა.

 

 

ფესტივალის 10 ნომინაციაში გამარჯვებულები 1 ივნისს სპეციალური პრიზებით (მცირე ოქროს პეპელა), დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან, წლის საუკეთესო ფილმის ავტორს კი გრან-პრი გადაეცემა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner