logo_geo
eng_logo
სოფო ხორგუანი: გაქცევა რომ გგონიათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, სულ დასავლური სკოლაა, თქვენმა მზემ
- +

28 ივნისი. 2019. 13:28

 

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთსაც ვიტყვი და მერე მივხედე საქმეს. ის ხალხი რომ იძახით, გახარიას გუშინდელი გამოსვლა „კაგებეს“ სკოლააო, „კაგებეს“ ინსტრუქტორებად ნამუშევრები ხართ? ჰო, ვანო, მიშა და ბაჩო იყო „ცეერუს“ სკოლა. ერთი გადამდგარმა კეზერაშვილმა ატარა პასუხისმგებლობა ჩვენთვის მოპარული მილიონებით ლონდონში და მეორე გაქცეულმა მიშამ და ადეიშვილმა. გაქცევა რომ გგონიათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, სულ დასავლური სკოლაა, თქვენმა მზემ, მთვარემ და ვარსკვლავებმა.

 

P.S. „ნაცმომ“ გახარიას ზუგდიდი არ აპატია, „ოცნებამ“ -კორუფციასა და ნეპოტიზმში რომ ვერ ჩართო, ეგ.

P.P.S. 9 წელი სად ვიყავი და აქ ვიყავი და ჩუმად მას მერე არ ვარ, რაც ლაპარაკი დავიწყე“, - წერს სოფო ხორგუანი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner