„უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ის ხალხი, რომელმაც მოახდინა პროვოცირება, რომელმაც მოახდინა ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის გამოყენება თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის, დღეს ამტკიცებენ სრულიად საწინააღმდეგოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 20 ივნისის მოვლენები იყო ძალიან მძიმე წუთები.
„სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ის ხალხი, რომელმაც მოახდინა ამის პროვოცირება, რომელმაც მოახდინა ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის გამოყენება თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის, დღეს ამტკიცებენ სრულიად საწინააღმდეგოს. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს, კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ არანაირი კითხვის ნიშნები ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. ჩვენ დღეს სრულად ვართ ფოკუსირებული ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ დროულად მოვიშუშოთ ეს იარები. ეს იყო ძალიან მძიმე წუთები თითოეული ჩვენგანისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.