logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა გზა არ არსებობდა
- +

28 ივნისი. 2019. 14:32

 

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ლეგიტიმური“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ტრანსპარენტული იქნება გამოძიება, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებას ეხება.

 

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ლეგიტიმური. დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს, გვაქვს კითხვის ნიშნები, ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება, ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება ტრანსპარენტულობის უმაღლესი ხარისხით. მასში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსპარენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner