logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: თუ ამ დაცვის დროს ჩვენ სისტემურად დავარღვიეთ კანონი...
- +

28 ივნისი. 2019. 15:28

 

„ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.

 

„უნდა ველოდოთ პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნებას. უნდა ველოდოთ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იქ სადაც იქნება შემადგენლობა, მოქმედება, რომელიც გადადის კონკრეტულ ქმედებაში. თუ ასეთი დაფიქსირდება. ამ კონკრეტული შემთხვევის ქმედება იქნება. უნდა ველოდოთ კონკრეტულ ეპიზოდებს, კონკრეტული ადამიანების, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლებიც მოწოდებას კი არა, უკვე კონკრეტულ ქმედებას ახორციელებდნენ და იერიში მიჰქონდათ ფიზიკური. ისევე, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი აქეთ მხარეს ჩემი ამოცანა არ არის, ამომრჩევლის ამოცანაა, რომელსა პასუხს ამას გასცემს. მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რაც უფრო მაღალი იქნება რადიკალიზაციის ხარისხი მით უფრო მწვავე, მძაფრი და მწარე იქნება ამომრჩევლის პასუხი, რაც ჩვენ რეგიონალურ არჩევნებში უკვე ვნახეთ. ახლა მეორე მხარე - რამდენიმე სამართალდამცველის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც იძიებს პროკურატურა. რომელ გამოძიებაშიც ჩვენ ვთქვით, პროკურატურამ თქვა და ჩართულია სახალხო დამცველი, ღიაა ამ გამოძიების კარი და ეს იქნება აბსოლუტურად ტრანსპარენტული. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, თუ ამ დაცვის დროს ჩვენ სისტემურად დავარღვიეთ კანონი, ჩვენ ამაზეც  პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ვაგოთ და არავინ ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner