logo_geo
eng_logo
ხობში, მდინარე ხობისწყალში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- +

28 ივნისი. 2019. 15:41

 

ხობში, მდინარე ხობისწყალში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან ორი დღის წინ გავიდა.

 

„ოჯახი თურმე ორი დღეა ეძებს. მას მაშველთა 5-კაციანი ბრიგადა ეძებდა. როგორც ვიცი, თვითმხილველმა ეს მამაკაცი ბოლოს მდინარის მიმდებარე ტეროტორიაზე ნახა და გამომდინარე აქედან, ივარაუდეს, რომ შეიძლებოდა მდინარეში გასაგრილებლად შესულიყო და დაიხრჩო“,- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ლევან ლიპარტიამ.

 

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner