ხობში, მდინარე ხობისწყალში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან ორი დღის წინ გავიდა.
„ოჯახი თურმე ორი დღეა ეძებს. მას მაშველთა 5-კაციანი ბრიგადა ეძებდა. როგორც ვიცი, თვითმხილველმა ეს მამაკაცი ბოლოს მდინარის მიმდებარე ტეროტორიაზე ნახა და გამომდინარე აქედან, ივარაუდეს, რომ შეიძლებოდა მდინარეში გასაგრილებლად შესულიყო და დაიხრჩო“,- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ლევან ლიპარტიამ.
მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.