logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ომებმა და გადატრიალებების მცდელობებმა კარგი რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას?!
- +

28 ივნისი. 2019. 16:23

 

„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე, იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო, ვამბობ ძალიან რბილად, ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ქვეყანაში რიგით მეორე პირმა, გადადგა, ჯობდა უფრო ადრე, მაგრამ გადადგა“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

„ჩვენ ამ ქვეყანაში გვინახავს მრავალი, სამჯერ და ოთხჯერ მომხდარა სახელმწიფოზე თავდასხმა, ომები და გადატრიალებების მცდელობები, ან შეუსრულებელი გადატრიალებები. მე ვსვამ კითხვას, ამან რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას? კარგი არაფერი და აქაც რბილად ვამბობ, შესაბამისად, ვზომავ ყველა სიტყვას, მოგცემთ მე ამით მაგალითს, რაც არ უნდა არ მოგწონდეთ, არ გიყვარდეთ, მომბაძოთ, ბედნიერი ვიქნები. არ მომბაძავთ, რომ მოვზომოთ სიტყვები, ესეც თქვენი არჩევანია. არ უნდა მომხდარიყო, მოხდა. გავა დრო და უფრო მწვავე სიტყვებს ვიტყვით. არ არის შეჯიბრი, ვინ უფრო მწვავე სიტყვებს ვილაპარაკებთ დღეს. მოხდა, ჯობდა ადრე, მაგრამ შესაბამისმა პირმა გამოიჩინა პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ ადრე არ გვახსოვს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოვიჩინეთ ეს მრავალჯერ. ერთხელ გვახსოვს, ბატონი შოთაძე გადადგა“, -  განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner