logo_geo
eng_logo
ვარკეთილის მესამე მასივში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

28 ივნისი. 2019. 16:56

 

ვარკეთილის მესამე მასივში, კახნიაშვილის ქუჩაზე, დღეს საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე  თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, სამგორის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად,  გაეცნო.

 

როგორც დოხტურიშვილმა განაცხადა, სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება. მისივე თქმით, კახნიაშვილის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება, მიმდინარეობს  ბორდიურების, ტროტუარებისა და კორპუსებთან მისასვლელი საფეხმავლო გზების მოწყობა.

„ყველაზე მასშტაბური სამუშაოები კახნიაშვილის ქუჩაზე ტარდება, სადაც 5 100 კვადრატული მეტრი გზის საფარი იგება.  გარდა ამისა, საგზაო სამუშაოები  მიმდინარეობს მესამე მასივის 11 მისამართზე, რომლებიც წლის ბოლომდე დასრულდება“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

 

ვარკეთილის მესამე მასივის ცენტრალურ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, რაიონში წესრიგდება შიდა ეზოები, იგება  ასფალტის საფარი და  ეწყობა ტროტუარები.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner