logo_geo
eng_logo
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებები 1 ნოემბრიდან ამოქმედდება
- +

28 ივნისი. 2019. 16:59

 

პარლამენტმა დაჩქარებული წესით „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებები 1 ივლისის ნაცვლად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.

 

აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება ოთხი თვით გადავადდა.

 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით – 81-ხმით, 1 – წინააღმდეგი დაამტკიცეს.

 

პროექტის ინიციატორის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებამ ეფექტიანად იფუნქციონიროს, საჭიროა საგამოძიებო დანაყოფისთვის გამოყოფილი შენობის რემონტი, მისი აღჭურვა და კადრების შერჩევა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner