logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: არა ინტელექტის ოკუპაციას! არა ქართველი ავტორების ძარცვას ოკუპანტებთან ერთად!
- +

28 ივნისი. 2019. 17:12

 

არა ინტელექტის ოკუპაციას!

არა ქართველი ავტორების ძარცვას ოკუპანტებთან ერთად!

 

მე მოგმართავთ როგორც რამდენიმე საერთაშორისო პრემიის ლაურეატი ავტორი, რომელსაც აქამდე, ისევე როგორც ბევრ სხვას, უმოწყალოდ ძარცვავდა ბატონი გიგა კობალაძე და მისი ეგრეთ წოდებული საავტორო ასოციაცია. იმის მაგივრად რომ ამ საავტორო ასოციაციას ქართველი ავტორების ინტერესები დაეცვა, უმოწყალოდ ძარცვა ისინი და მათი კუთვნილი თანხები ოკუპანტების რეჟიმთან ერთად მიითვისა და ჩაიჯიბა. მე, როგორც რამდენიმე საერთაშორისოდ ცნობილი სიმღერის ტექსტის ავტორი, მთლიანად გაძარცვული ვიყავი ბატონი კობალაძის მხრიდან. მხოლოდ ერთი სიმღერის ტექსტის ამბავში მხოლოდ ერთი ქვეყნიდან მხოლოდ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გიგა კობალაძემ მიითვისა ავტორის კუთვნილი 3000 ლარი. ასეთი ტექსტი მე ბევრი მაქვს. და სხვებს - ჩემზე მეტი. სად მიდიოდა ჩვენი კუთვნილი შრომის ნაყოფი? ნუთუ ბატონი კობალაძე არ იღებდა ამ ფულს მისი რუსი ან სხვა ქვეყნის წარმომადგენელი კოლეგებისგან? - საუბედუროდ, ის ამ თანხებს იღებდა და ჯიბეში იდებდა. და ამის მერე კიდევ იჩემებდა საქართველოს პატრიოტობას. ადამიანი, რომელიც ასობით ქართველი ხელოვანის ფულს ჯიბეში იდებდა და ამბობდა, რომ ეს ფული გარკვეული პარტიის „ობშიაკში“ მიდიოდა. პარტიაზე ამის გადაბრალება არახალია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბატონი კობალაძე საკუთარ უძრავ ქონებაში აბანდებდა ქართველი ავტორების კუთვნილ ჰონორარებს. მე მოვიძიე და აღმოვაჩინე ბატონი გიგა კობალაძის კუთვნილი უძრავი ქონებების არასრული სია - მივუთითებ, რომ არასრული სიაა, რადგანც რიგ შემთხვევებში ის სხვა ადამიანებზე აფორმებდა უძრავ ქონებას და ანდერძის წესით იღებდა მერე. რაც არ უნდა პარტიას დააბრალო „ობშიაკის“ აგროვება (და ესეც ძალიან უსამართლოა, რომ ღარიბი ავტორების და მშრომელი ხალხის ფული თუნდაც პარტიამ მიითვისოს), მაინც ძალიან ცუდად ჩანს, რომ ჩვენი უფლებების ეგრეთ წოდებულ დამცველს, არასრული მონაცემებით, აღმოაჩნდა 20-ზე მეტი უძრავი ქონება, რომლის ღირებულება საკმაოდ დიდია. ეს ქონება ქართველი ავტორებისგან მოპარული ფულია! დროა, რომ ქართველმა ავტორებმა ძარცვისაგან თავი დავიცვათ!

 

აგერ გიგა კობალაძის ქონებების არასრული სია:

 

  1. Zestaponi, Batonishvili street N2, dead end 2. (600 m2) (11.08.2008). Bequest (owner Natela Kobaladze) landplot
  2. Kobuleti, landplot(07.09.2012) Owner Giga Kobaladze
  3. Mtskheta, 600 m2 landplot(24.05.2017) Owner Giga Kobaladze. Loaded by find in “Sakartvelos

Banki”

  1. Khashuri, Vachnadze street N24 600 m2. Landplot building 56.9 m2 (16.03.2007). Handover of

donations from Liana Tskhovrebashvili

  1. Tbilisi, Saakadze Str. N100 545m2 landplot building 282.59 m2, living space 198.11 m2

(17.11.2006) owners: Liana Svanidze, Shota Skhirtladze. Bequest.

  1. Khashuri, Daba Surami, 9 April Street N66, landplot 511 m2, building 220 m2. Handover of

donations (01.07.2006). Owner Liana Tskhovrebashvili

  1. Tbilisi, Brose Str. N12. Landplot 993 m2 Building – 666.59 m2 (01.09.2010)

Owners: Lela Maisuradze, Tamar Palavandishvili. Company: „Sadazgvevo Kompania Partniori“ „Broses – 8“

Gela Maisuradze – 23.43 m2

„Sadazgvevo Kompania Partniori” - 474.88 m2

„Broses - 8” - 93.4 m2

Tamar Palavandishvili – 56.39 m2

„Broses – 8“ and T.P - 18.47 m2 Loaded by find in „T.B.C Bank“

  1. Tbilisi, Ateni Str. N25 Apartment 28 “Georgian Export” (ჯორჯიან ექსპორტი) Ltd.

Director – Eka Andronikashvili – 50%

Giga Kobaladze – 50%

  1. Tbilisi, Georgian Artists Society. Vazha-Pshavela avenue N47, Apt-Block N2, Apartment N41

Giga Kobaladze – member of the board and Giorgi Babunashvili, Merab Sepashvili(Famous singer)

(06.04.2011)

  1. Tbilisi, Film Protection and Development Association. Chachava str. N2-4-6-8-10-12, Floor N2. Chairman – Nino Gamrekeli

Members of the board: Giga Kobaladze, Giorgi Imedashvili, David Imedashvili.

(24.06.2010)

  1. L.T.D „სტუდიერი“ (Studieri). (22.11.2007) Kostava Str – 1 – lane N33a

Director – Giga Kobaladze – 100%

  1. Tbilisi, Law Firm „Salakaia, Kobaladze, Tutberidze“ Rustaveli Ave, 37/37 (27.09.2004) Director – Giga Kobaladze (Shareholders – Malkhaz Salakaia and Giorgi Tutberidze)
  2. Tbilisi, Georgian Association Of Copyright (GSA) (founded in 16.08.1999)

Kostava Str N63, Floor N2 – 329.91 m2

Chairman – Giga Kobaladze.

Members - Aleksandre Vashakidze, Merab Kulukashvili, Tamar Kemularia, Natalia Lomouri

  1. Tbilisi, Georgian Authors Society (SAS) Aghmashenebeli ave. N123 (16.08.1999)

Chairman – Giga Kobaladze

Members – Tamar Kemularia, Natalia Lomouri, Mirian Kululashvili, Aleksandre Kashakidze

  1. Tbilisi, Vazha-Pshavela N76(B) , 6651 m2 (total area of the building). 11743 m2 Flats – 8670 m2

Offices – 1320.72 m2

Parking – 955 m2 (18.09.2013)

Geo. Children Federation. Giga Kobaladze – 17th Floor flat N57(B). 77.5 m2

  1. Tbilisi, Kostava Str. 1st lane N33 Space – 1479 m2.

23.10% - Rusudan Tikanadze (Bequest)

  1. Kutaisi, L. Asatiani Stret N45. Apartment N11. (03.06.2019)

Request for registration of property Rights from Giga Kobaladze.

List Of Property Interests (Giga Kobaladze)

L.T.D „Oriental“ („ორიენტალი“) - 25% - 24.12.2015 L.T.D „Oriental“ („ორიენტალი“) - 25% - 15.03.2015 L.T.D „Studieri“ („სტუდიერი“) - 100% - 10.12.2014 L.T.D „Export“ (ექსპორტი) - 50% - 05.06.2013

 

------------------------------------------------------------------------------

 

ამის გარდა არსებობს კიდევ ბატონი გიგა კობალაძის ნათესავზე, ხათუნა კობალაძეზე გაფორმებული ქონებების სია:

 

  1. Tbilisi, Nutsubidze Slope, IV Micro-region, Apt-block N6, Owner Khatuna Kobaladze. Space, Apartment N2 – 29.00 m2 (27.07.2008)
  2. Tbilisi, Nutsubidze Slope, IV Micro-region, Apt-block N6, Owner Khatuna Kobaladze. Space: Floor N1, Apartment N2 – 66.44 m2 (27.09.2013). Mortgage in 2008
  3. Tbilisi, Nutsubidze Slope, IV Micro-region, Apt-block N25, Owner Khatuna Kobaladze. Space: Floor N2, Apartment N30 – 72.57 m2 (28.06.2012)
  4. Tbilisi, Nutsubidze Slope, IV Micro-region, Apt-block N25, Owner Khatuna Kobaladze, Space: Floor N2, Apartment N30 – 72.57 m2. Re-registered. Morgagee L.T.D “Rico Express”
  5. Tbilisi, Nutsubidze Slope, IV Micro-region, Apt-block N25, Owner Khatuna Kobaladze, Space: Apartment N30 –32.00 m2 (28.06.2012)
  6. Region Khashuri, Surami Slope, 9 April Str. N66, Plot – 511 m2, Building N1 Floor - 220 m2. (28.06.2012)

Owners: Khatuna Kobaladze 2/6 part Levan Kobaladze 3/6 part

Liana Tskhovrebashvili 1/6 part

 

------------------------------------------

 

მთლიანობაში ამ არასრული სიით ბატონ კობალაძეს 23 უძრავი ქონება აქვს დაგროვილი ქართველი ავტორების ხარჯზე. რატომ იპარავთ ღარიბი ქართველი ავტორების ფულს, ბატონო გიგა? რატომ აძარცვინებთ ოკუპანტებს ქართველ ავტორებს?

 

ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული?

 

 

 

 

 

ირაკლი კაკაბაძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner