ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ვეტოს დავუჭერთ მხარს და პრეზიდენტის შენიშვნებს გავიზიარებთ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგლა ჟვანიამ პრეზიდენტის მიერ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, აღნიშნულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების სხვადასხვა შტომ პოზიციები შეაჯერა, რაც, ჟვანიას შეფასებით, ძალზედ კონსტრუქციული პროცესია.
„ეს არის შეთანხმებული საკითხი, რომელიც იქნა მიღებული კონსულტაციების შედეგად. პრეზიდენტმა გაითვალისწინა კანონის ინიციატორების პოზიცია, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია. საბოლოდ კი ხელისუფლების სხვადასხვა შტოების შეჯერებული პოზიცია გადაეგზავნა პარლამენტს. მე ამ პროცესს ძალიან კონსტრუქციულად ვაფასებ", - განაცხადა ჟვანიამ „რეპორტიორთან" საუბრისას.