„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან.
როგორც ცნობილია, უმრავლესობის წევრები იმსჯელებენ იმ დეპუტატთა გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის განცხადებით, მნიშვნელოვანია გუნდურობის პრინციპის შენარჩუნება, რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებს, როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, არანაირი სანქცია და პარტიიდან გარიცხვა მოსალოდნელი არ არის.
დეპუტატთა ნაწილი კი სხდომის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი მმართველი პარტიის 91 დეპუტატმა დაუჭირა, 4 დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ეს დეპუტატები არიან: ალექსანდრე ერქვანია, მარიამ ჯაში, რომან კაკულია და ბიძინა გეგიძე.