ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი თოფაძის განცხადებით „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს პარლამენტი გაიზიარებს.
„პრეზიდენტი და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ 10-წლიანი ვადის შემდეგ მოსამართლეს უფლებამოსილება უწყდება და მას ის უფლებები აღარ ექნება. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა. პრეზიდენტის შენიშვნების ოპონირებას პარლამენტი არ აპირებს. ჩვენ მივცემთ ხმას. კარგი პუნქტებია, ობიექტურია შენიშვნებში ყველაფერი, ამიტომ პრემიერის და პრეზიდენტის შეთანხმება მისაღებია ჩვენთვის", - განაცხადა თოფაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.