logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ყველას მოვუწოდებ - არ შეიძლება, ეს ქვეყანა ასეთ რისკამდე მივიყვანოთ
- +

28 ივნისი. 2019. 18:20

 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამის შესახებ განცხადება მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მე მოვუწოდებ ყველას - გიორგი გახარიას მომხრეებსაც, იმათაც, ვინც იმ შტურმში  მონაწილეობდა, იმათაც, ვინც არ მონაწილეობდა და თანაუგრძნობდა და იმათაც, ვინც ნეიტრალური იყო - აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ, რომ არ შეიძლება, ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

მისი თქმით, ასეთი პროცესები ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 

„ამის შემდეგ კითხვები ლარს რა მოუვიდა? ტურიზმს რა მოუვიდა? - ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს და ამას გულწრფელად გეუბნებით, რომ ვინმე სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

მისი თქმით, წარსულში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლამ გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა და ომი.

 

„მერამდენედ მეორდება? ეს ხომ გავლილი გვაქვს? ეს გაკვეთილები 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში მივიღეთ და ვიწვნიეთ. მანამდე ორი რევოლუცია მოხდა, რომლებსაც სხვადასხვაგვარად აფასებენ, მაგრამ ერთი საერთო ნიშანი, რაც ორივეს აქვს, არის ის, რომ ორივემ უცილობლად გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა და ომი. ამას ვერავინ უარყოფს. გვაკლია ეგ ამბავი? აქედან გამომდინარე, ყველა უნდა გაჩერდეს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner