logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ცილისმწამებლისთვის უნდა იყოს 30-დღიანი პატიმრობა!
- +

26 თებერვალი. 2016. 17:26



საკრებულოს წევრი თედო კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ ცილისწამების მუხლი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაბრუნდეს, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „რეპორტიორს" ესაუბრა. მისი თქმით, სანქციის გამკაცრება საჭიროა და უკეთესი იქნება, ეს არა სისხლის სამართლის, არამედ სამოქალაქო სამართლის კუთხით იყოს შეტანილი.


„ცილისწამებასთან დაკავშირებით რეგულაციები რომ უნდა გამძაფრდეს, ეს ფაქტია. როგორც ვხედავთ, ჩვენი ქვეყნისთვის არ არის საკმარისი ის სანქცია, რაც დღეს არსებობს. ცილისწამებისთვის თუნდაც 30-დღიანი პატიმრობა უნდა იყოს გათვალისწინებული. დღეს ვისაც არ ეზარება, რაც უნდა, იმას ამბობს სხვა ადამიანის შესახებ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სანქციის გამკაცრება საჭიროა და უკეთესი იქნება, ეს არა სისხლის სამართლის, არამედ სამოქალაქო სამართლის კუთხით მოხდეს. ვფიქრობ, ცილისმწამებლისთვის მხოლოდ ჯარიმები არ კმარა, უნდა იყოს 30-დღიანი პატიმრობა", - განაცხადა კაკაბაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner