logo_geo
eng_logo
პოლიტიკური რეჟიმები... ძროხების მაგალითზე
- +

1 ივნისი. 2016. 16:57


ფეოდალიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. ბატონს მიაქვს მოწველილი რძის ნაწილი.


სოციალიზმი: გყავთ 2 ძროხა. ერთს აძლევთ მეზობელს.


კომუნიზმი: გყავთ 2 ძროხა. სახელმწიფოს მიჰყავს ორივე და გაძლევთ ცოტა რძეს.


ტოტალიტარიზმი: გყავთ 2 ძროხა. მთავრობას მიჰყავს ორივე, თქვენ კი ჯარში გიკრავენ თავს.


დიქტატურა: გყავთ 2 ძროხა. მთავრობას მიჰყავს ორივე, თქვენ დაგხვრეტენ, რძეზე წესდება აკრძალვა.


კლასიკური კაპიტალიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. გაყიდით ერთს და ყიდულობთ ხარს. თქვენი ნახირი მატულობს, ეკონომიკაც შესაბამისად იზრდება. თქვენ ყიდით ნახირს და აღებული ფულით გადიხართ პენსიაზე.


კაპიტალიზმი ამერიკულად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. ერთს ყიდით, ხოლო მეორეს აიძულებთ, 4-ჯერ მეტი მოიწველოს. მოგვიანებით ქირაობთ კონსულტანტს, რათა გაარკვიოთ, რითი გარადიცვალა თქვენი ძროხა.


კაპიტალიზმი ფრანგულად: თქვენ გყავთ 2 ძროხა. იწყებთ გაფიცვას, აწყობთ არეულობას, კეტავთ გზებს, რადგან 3 ძროხა გინდათ.


კაპიტალიზმი იტალიურად: თქვენ გყავთ 2 ძროხა, მაგრამ არ იცით, სად არიან, ამიტომ მიდიხართ და სადილობთ.


კაპიტალიზმი ესპანურად: თქვენ გყავთ 2 ხარი, მაგრამ მოაწყვეთ კორიდა და ორივე მოგიკლეს. თქვენც ადექით და მიაფურთხეთ ყველაფერს, რადგან სიესტა დაიწყო.


კაპიტალიზმი სოროსის მიხედვით: თქვენ გყავთ 2 ძროხა. ყიდით 3 ძროხას კორეაში მდებარე შვილობილ კომპანიაში, ამისთვის იყენებთ ბრიუსელის ბანკიდან სიდედრის სახელზე გამოტანილ კრედიტს. შემდეგ კორეელებისგან ყიდულობთ უკვე 4 ძროხას ამერიკელი შუამავლის მეშვეობით, რომელიც თქვენს სახელზე ჩუქებას აფორმებს, რათა არ გადაიხადოთ გადასახადი 5 ძროხაზე. ევრო-სუბსიდიას, რომელსაც 6 ძროხისგან მოწველილ რძეზე მიიღებთ, აბანდებთ კორეულ შვილობილ კომპანიაში; წლიურ ანგარიშში წერთ, რომ გყავთ 8 ძროხა, ხოლო როცა აუდიტორული შემოწმებისას ირკვევა, რომ ძროხებში არაფერი გაგეგებათ, ხელებს ნერვიულად შლით და პატიოსან სიტყვას დებთ, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, რატომაა ცარიელი თქვენი საძროხე.


კაპიტალიზმი შვეიცარიულად: თქვენ გყავთ 5000 ძროხა. არცერთი მათგანი თქვენ არ გეკუთვნით, მაგრამ ყველას წველით და ამასთან პატრონებისგან დამატებით ფულს იღებთ მათი შენახვისთვის.


კაპიტალიზმი ინდურად: თქვენ გყავთ 2 ძროხა და... მათზე ლოცულობთ.


კაპიტალიზმი ინგლისურად: თქვენ გყავთ 2 ძროხა და ორივე... ცოფიანი.


კაპიტალიზმი ერაყულად: ყველა ფიქრობს, რომ უამრავი ძროხა გყავთ. ეუბნებით, რომ საერთოდ არ გყავთ, მაგრამ არ გიჯერებენ, ჯერ გბომბავენ, მერე თქვენს ქვეყანას იპყრობენ. მართალია, ძროხები ძველებურად არ გყავთ, მაგრამ სამაგიეროდ დემოკრატიის ნაწილი გახდით.

 

კაპიტალიზმი პაკისტანურად: ძროხები არასდროს გყოლიათ, მაგრამ დანამდვილებით იცით, რომ ინდოელების ძროხები თქვენ გეკუთვნით.


ახალზელანდიური კაპიტალიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. მარცხენა განსაკუთრებით სექსუალურია.


ავსტრალიური კაპიტალიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. საქმეც კარგად მიგდით. კეტავთ ოფისს და ლუდის დასალევად მიდიხართ.


სიურეალიზმი: გყავთ 2 ჟირაფი. სახელმწიფო მათ გართმევთ და მოითხოვს, აკორდეონის დაკვრის კურსებზე იაროთ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner