logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: შესაძლოა, გახარიას გადადგომამ ბევრი სირთულე გააჩინოს
- +

29 ივნისი. 2019. 00:36

 

„კობახიძის თანამდებობიდან წასვლამ შეიძლება ბევრი სირთულე მოხსნას. გახარიას  წასვლამ კი პირიქით - ბევრი სირთულე გააჩინოს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „საერთო გაზეთთან“ საუბრისას.

 

„გახარიას გადადგომა საკმაოდ სარისკო მოთხოვნაა. ძალიან ბევრ პროცესში გახარიამ ქვეყნის სტაბილურობა გადაარჩინა. აქ შეეშალა, მაგრამ პანკისში და სხვა შემთხვევაში მან მოახერხა სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა ისე, რომ სახელმწიფოს ინტერესები გადაარჩინა. ამ შემთხვევაში გახარიას რეალური შეცდომის დასჯის მოტივით სახელმწიფოს ინტერესებს ხომ არ ვწირავთ?! სასჯელი ყოველთვის გამართლებულია თუ არა?

 

კობახიძემ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, იგივე მოსამართლეთა თემაზე. ასე რომ, კობახიძის თანამდებობიდან წასვლამ შეიძლება ბევრი სირთულე მოხსნას, გახარიას თანამდებობიდან წასვლამ კი პირიქით - ბევრი სირთულე გააჩინოს. მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, სადაც დესტაბილიზაციის მოსურნე გარე თუ შიდა ძალები ჩასაფრებულნი არიან.

 

„ნაციონალები“ სულ იბრძვიან იმისთვის, რომ ხელისუფლება შეცვალონ. ვერ გაიგეს, რომ არ უნდათ ქართველებს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოყვანა. ეს არის მთელი პრობლემა. ახლანდელ აქციებსაც კი ხალხი აკლდება, იმიტომ რომ იქ „ნაციონალები“ დგანან“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner