logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ზვიად გამსახურდიას გიორგი გახარიას მსგავსი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ჰყოლოდა...
- +

29 ივნისი. 2019. 01:28

 

„ზვიად გამსახურდიას გიორგი გახარიას მსგავსი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ჰყოლოდა, დღეს საქართველოში ეროვნული ხელისუფლება გვეყოლებოდა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც ჩვენი იქნებოდა და ასე ცუდად და უკუღმართად არ წავიდოდა ჩვენი საცოდავი ქვეყნის საქმე“, - განაცხადა „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ აქციის წევრების მოთხოვნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს, მიუღებელია. მისის აზრით, გახარიამ მსხვერპლის გარეშე მოახერხა სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება. 

 

„სწორედ პარლამეტის შენობის დაცვას შეეწირნენ ის პირტიტველა ბიჭები, რომლებიც 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სისხლიანი მოვლენების დროს მიწაში ჩაწვნენ. სამწუხაროდ, ზვიადი და ის ხალხი მაშინ დამარცხდნენ, რადგან ძლიან დიდ ღალატს ჰქონდა ადვილი. გიორგი გახარიამ რვაათასკაციანი აქცია ისე დაშალა, არავინ დაღუპულა.

 

გამოდიან და გახარიას გადადგომას მითხოვენ - მომიტინგეებს რეზინის ტყვიები სახეში მოხვდათო... აბა, სხვანაირად როგორ უნდა დაშლილიყო ის აქცია, როცა ვერც წყლის ჭავლმა და ვერც ცრემლსადენმა გაზმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მოსურნენი ვერ გააჩერა?!

 

აი, ამ ვითარებაში პოლიციას სხვა რა უნდა გაკეთებინა? გიორგი გახარიამ შეუძლებელი შეძლო და წაგებული ბრძოლა შემოატრიალა. აი, ასეთ კაცს დღეს თვით „ქართულ ოცნებაშიც“ კი ფარული მტრები ჰყავს და მის დასაცავად კაციშვილი ხმას არ იღებს.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გიორგი გახარიას სწორმა და გაბედულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანას დიდი შფოთი და უბედურება ააცილა. ჯერ იყო და, ამ კაცმა ნარკომანებისა და პედერასტების აქცია დაშალა უსისხლოდ. მერე იყო და, პანკისის ხეობაშიც აგვაცილა უბედურება. ახლა იყო და, პუტჩისტები მსხვერპლის გარეშე ალაგმა“, - განაცხადა მჟავანაძემ.

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ გახარიას რუსთაველზე მიმდინარე აქციის დარბევის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, მმართველი გუნდის წევრებს 21 ივნისის დილა ან არ გაუთენდებოდათ, ან ციხეში ამოყოფდნენ თავს.

 

„ქართული ოცნების“ წევრებო, რომ არა გიორგი გახარია, 21 ივნისის დილა ან საერთოდ არ გაგითენდებოდათ, ანდა გაგითენდებოდათ, „მატროსოვსა“ და გლდანის მერვე საპყრობილეში! ამიტომ, გამოდით, თქვე ნაძირალებო, და გიორგი გახარიას პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადეთ!“ - მიმართა მჟავანაძემ „ქართლი ოცნების“ დეპუტატებს.

 

მჟავანაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები ხელისუფლების დასამხობად მოწყობილი სპეცოპერაცია იყო.

 

„მჯერა, რომ, რაც პარლამენტში 20 ივნისს მოხდა, ეს იყო ხელისუფლების დასამხობად მოწყობილი სპეცოპერაცია. როგორ დავიჯერო, გავრილოვი თავისი ინიციატივით ჩახტა პარლამენტს თავმჯდომარის სავარძელში? ცხადია, არა. დიახ, ეს გახლდათ გაწერილი სცენარი და პუტჩისტები სწორედ ამ სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ.

 

ფაქტობრივად, პუტჩი მიმდინარეობდა, ხელისუფლება ბეწვზე გადაურჩა დამხობას და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ხმას არ იღებდნენ!

 

სახელმწიფო შენობის - პარლამენტის შტურმით აღება იმას ნიშნავს, რომ ხელისულება დამხობილია! თუ პუტჩისტები პარლამენტში შეიჭრებოდნენ, მაშინვე დაიწყებოდა ხელისუფლების ჩამოშლა და რღვევა - ჯარი, სპეცრაზმი, პოლიცია, უშიშროება ნელ-ნელა და ერთმანეთის მიყოლებით გადავიდოდნენ პუტჩისტების მხარეს.

 

პუტჩის დროს კუნთმაგარი ბიჭები და სააკაშვილის ყოფილი სამხედრო ინსტრუქტორები მობილიზებული იყვნენ და ახალგაზრდებს მითითებებს აძლევდნენ, თუ როგორ და რა გზით უნდა დაემხოთ ხელისუფლება.

 

ისტორიაში ძალიან იშვიათია იმის პრეცედენტი, რომ ასეთი შეტაკებები უმსხვერპლოდ დასრულებულიყო. გახარიამ ეს შეძლო. იმის მაგივრად, რომ მადლობა გადაუხადონ, „ქართულ ოცნებაში“ მოკალათებული იდიოტები და მედროვეები კაცს ლანძღავენ და აკრიტიკებენ,“ - განაცხადა მჟავანაძემ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner