logo_geo
eng_logo
ჟან-კლოდ იუნკერი: ჩემი სამუშაო ჯოჯოხეთურია
- +

29 ივნისი. 2019. 14:28

 

 

„ჩემი სამუშაო ჯოჯოხეთურია“,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ეს განცხადება იუნკერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მის პოსტზე ახალი კანდიდატი უნდა შეარჩიონ.

 

ამავე ცნობით, კვირას ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან, რათა ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურაზე შეჯერდნენ. როგორც მედია წერს, იუნკერს დიდი ალბათობით, ადამ ფლემინგი ჩაანაცვლებს. შერჩეულ კანდიდატს მხარი ევროპარლამენტმა უნდა დაუჭიროს.

 

ევროკომისიის პრეზიდენტის ხელფასი წელიწადში 300 ათასი ევროა.

 

64 წლის ჟან-კლოდ იუნკერი ლუქსემბურგელი პოლიტიკოსია და ევროკომისიის პრეზიდენტი 2014 წელს გახდა. იგი იყო ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი 1995 წლიდან 2013 წლამდე, ასევე ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრი 1989-200 წლებში. იუნკერი ექვს-ექვსი თვით ორჯერ 1997 და 2005 წლებში თავმჯდომარეობდა ევროპულ საბჭოს. ის ითვლება მაასტრიხტის ხელშეკრულების ერთ-ერთ არქიტექტორად.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner