logo_geo
eng_logo
„როიტერი“: ტრამპმა ერდოღანს მოსთხოვა, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის საკითხი ისე მოაგვაროს, რომ ორმხრივ ურთიერთობებს ზიანი არ მიადგეს
- +

29 ივნისი. 2019. 14:29

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს მოსთხოვა, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის საკითხი ისე მოაგვაროს, რომ ორმხრივ ურთიერთობებს ზიანი არ მიადგეს.

 

ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მოქმედების გამო, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს NATO-ს წევრ ორ მოკავშირეს შორის.

 

შეხვედრის წინ კი პრეზიდენტმა ტრამპმა აღიარა, რომ სიტუაცია მძიმეა და თურქეთის მიმართ სანქციების საკითხი განიხილება. ტრამპმა პარალელურად გააკრიტიკა თავისი წინამორბედის ბარაქ ობამას ადმინისტრაციაც, რომელიც თურქეთს უსამართლოდ მოექცა, როდესაც NATO-ს წევრ მოკავშირე სახელმწიფოს არ მისცა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „პეტრიოტის“ ყიდვის საშუალება.

 

ოსაკაში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ორმხრივი შეხვედრის წინ კი ერდოღანმა განაცხადა, რომ შეთანხმებამ რუსული „S-400“-ის შეძენის თაობაზე აჩვენა სიტუაციის გაუმჯობესება თურქეთსა და რუსეთს შორის და მათ შეთანხმებაში არ არის არანაირი წინააღმდეგობა.

 

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner