2 ივნისს, 18:00 საათზე, კავკასიურ სახლში, ქართველი პოეტის ალეკო შუღლაძის ახალი რომანის - „გადამალვა" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამომცემლობა „დიოგენემ" გამოსცა.
რომანის ავტორი, 15 წლის განმავლობაში ნაფიქრ, განცდილ და საკუთარ თავს გადამხდარ ამბებს აერთიანებს. ეს არის რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან.