logo_geo
eng_logo
აშშ ნიკოლას მადუროს შვილს სანქციებს უწესებს
- +

29 ივნისი. 2019. 14:32

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს შვილს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

სანქციების მიხედვით, ნიკოლას ერნესტო მადუროს ანგარიშები გაიყინება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მასთან თანამშრომლობა აეკრძალებათ.

 

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

 

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა.

 

ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner