logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
- +

29 ივნისი. 2019. 14:36

 

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და რომ ყველაფერი რიგზეა. ამის შესახებ მან ოსაკაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის კულუარებში ისაუბრა.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეაქცია, რაც მქონდა, თვითონ გაივლის. დიდად სათქმელი არაფერი მაქვს, მაგრამ ყველაფერი რიგზეა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

28 ივნისს, ოსაკაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტზე, ანგელა მერკელს ხელი შესამჩნევად უკანკალებდა. მისი პრესმდივანი აცხადებდა, რომ ანგელა მერკელს არაფერი სჭირდა.

 

მსგავსი შემთხვევა მოხდა 18 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას. მაშინ მერკელს თან ტაბლეტებიც კი ჰქონდა. მაშინ ბერლინში, როდესაც აღნიშნული შეხვედრა მიმდინარეობდა, ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევდა.

 

შედეგად, მერკელმა განაცხადა, რომ სამი ჭიქა წყალი დალია და უკეთ გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner