logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა აქციებზე: „რუსთავი 2“ მოსახლეობას ტვინს ურეცხავს
- +

29 ივნისი. 2019. 14:39

 

 

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის ჯაბა ხუბუას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“ საქართველოს მოსახლეობას ტვინს ურეცხავს. ამის შესახებ ხუბუამ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ფონი, რომელიც დღეს აქციებთან დაკავშირებით არსებობს, ქართული მედიიდანაც გამომდინარეობს.

 

„ქართული მედიის ხვედრითი წილი იმ ყველაფერში, რაც დღეს ხდება საქართველოში, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ტელემედიას და ელექტრონულ მედიას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია და მოსახლეობის ტვინების გამორეცხვას ახორციელებს „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზია და მთავარი რუპორი „რუსთავი2“, აი, ამ ფერხულს წარმატებით მიჰყვებიან სხვა ტელევიზიებიც და სხვა ჟურნალისტებიც, სამწუხაროდ. ვფიქრობ, რომ ეს ფონი, რაც დღეს არის შექმნილი, არის  აქედან გამომდინარეც, რადგან მედიის როლი, განსაკუთრებით ტელემედიის როლი, ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა ჯაბა ხუბუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner