logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: არსებობს ერთი „ნაცმოძრაობა“ ორი თავით, სააკაშვილით და ბოკერიათი
- +

29 ივნისი. 2019. 17:16

 

 

„არავითარი ორი „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს. არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ ორი თავით, სააკაშვილით და ბოკერიათი“, - ეს განცხადება გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ „ობიექტივის“ ეთერში  გააკეთა.

 

ხუბუა იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდი ამას მიხვდება და სწორ დასკვნებს გამოიტანენ.

 

„ფაქტია, რომ რაც დაემუქრა „ქართულ ოცნებას“, ყველაფერი აუხდა უკვე. იმედია, რომ ამ შემთხვევაში მაინც მოუხმობენ კეთილგონიერებას, გამოიტანენ დასკვნებს და მიხვდებიან რომ ბოკერიას პარტია, რომელიც საქმიან პარტნიორად რომ აირჩიეს და ეგონათ, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია შექმნეს თავისთვის, სინამდვილეში არანაირი კონსტრუქციული ოპოზიცია არ არის და არავითარი ორი „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს. არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ ორი თავით, სააკაშვილით და ბოკერიათი“, - განაცხადა ჯაბა ხუბუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner