logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტროს ონლაინ პლატფორმების პოზიტიური შეფასება მედიის განვითარების ფონდის კვლევაში
- +

1 ივნისი. 2016. 17:22


მედიის განვითარების ფონდმა, ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შეფასების მიზნით კვლევა ჩაატარა, რომლის ინტერესის ობიექტშიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ონლაინ პლატფორმებიც მოხვდა.


ფონდის შეფასებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ონლაინ პლატფორმები ევროინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისა და მათთან ინტერაქციის, ასევე ანგარიშგების მხრივ ყველა უწყების პლატფორმისგან გამორჩეულია.


კვლევაში აღნიშნულია, რომ „კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სპეციალური ვებ-გვერდი აქვს შექმნილი, რომლის სლოგანია „ერთად შევქმნათ კულტურის პოლიტიკა". საიტი დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, როგორც დოკუმენტების, ასევე საზოგადოებასთან გამართული შეხვედრების და მასში მონაწილე პირების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშგების თვალსაზრისით სხვა უწყებებისგან გამორჩეულია". 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner