logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: პოლიტიკაში წასასვლელად ძალიან დიდი კონცენტრაცია მჭირდება
- +

1 ივნისი. 2016. 17:24


ყოფილმა ტელეჟურნალისტმა, ორგანიზაციის „ძლიერი ქალი - ძლიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ლალი მოროშკინამ საქართველო დატოვა და  მოსკოვში გაემგზავრა წიგნის  „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" პრეზენტაციისთვის.


ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას მოროშკინამ აღნიშნა, რომ  მოსკოვიდან ის შვეიცარიაში გაემგზავრება.


„ახლა მოსკოვში ვარ, აქედან კი ჩემს დებთან მივდივარ შვეიცარიაში, სადაც კარგად დავფიქრდები, ჩავება თუ არა წინასაპარლამენტო პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა.

 

ახლა ჩემი მოსკოვში ჩამოსვლა გეგმურია. 2 ივნისს ჩემი წიგნის „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" პრეზენტაცია უნდა გაიმართოს.

 

ძალიან რთული წელი მქონდა. მადლობელი ვარ ჟურნალისტების და საზოგადოების, რომ საშუალება მომცეს, ეს პერიოდი ძალიან მშვიდად გამევლო. ეს ერთწლიანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ერთ- ერთი ყველაზე მძიმე ეტაპი აღმოჩნდა. ძალიან ჩავიკეტე საკუთარ თავში, ფიქრებში, ბევრი დასკვნა გავაკეთე. ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რაღაც რადიკალურად უნდა შეიცვალოს.

ღმერთი ყველაფერს ერთად არ გაძლევს. რაც მე არ გამომდის, ეს არის პირადი ცხოვრების აწყობა და აღარც მექნება ამის პრეტენზია. ამის გარდა, მე ვარ საზოგადოებრივად აქტიური ელემენტი და იმისთვის, რომ წავიდე პოლიტიკაში, ძალიან დიდი კონცენტრაცია მჭირდება", - ამბობს ლალი მოროშკინა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner