ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
“ეს არის ანი, ეს არის ბანი, ისწავლეთ, გენაცვაო“!
აშშ-რუსეთი!
აშშ-ჩინეთი!
აშშ-ჩრდ.კორეა!
აშშ-დანარჩენი მსოფლიო!
ანუ, აშშ პრეზიდენტი ყველას ელაპარაკება, ყველასთან ალაგებს ურთიერთობას, “ივიწყებს” გუშინდელ წყენას, თავაზობს მეგობრობას, აღარ აფართოებს სანქციებს და, ერთი სიტყვით, დაშაქრდა, დატკბა იმდენად, რომ მსოფლიოს ეს პირველი (!) დემოკრატი მზად არის თავისი ფეხით მივიდეს ნეიტრალურ ზონაში, რათა მეგობრულად ხელი ჩამორთვას მსოფლიოს პირველ (!) დიქტატორს ჩრდ. კორეიიდან...
ეს არის კლსიკური დიპლომატია!
ეს არის კლასიკური პოლიტიკა!
ეს არის პროფესიონალიზმი, სახელმწიფო აზროვნების და მოქმედების ნიმუში,
სამაგალითო!
ჭკუის სასწავლებელი!
ეს მინისტრი ზალკალიანი და კომპანია კი, გამაგებინეთ, ვისგან, რას და სად სწავლობს.
ან, დეპუტატი ქაცარაცა...
ან, მთელი მთავრობა, რომლის აპარატი სავსეა გამოუცდელი, ცხვირმოუხოცავი ჭუჭუ'ლაშვილებით...
ან, ოპოზიცია!
ან, უმრავლესობა...
ან, საერთოდ, მთელი პოლიტიკური ბომონდი, რომელმაც ადრე თუ ახლა მოახერხა და შეძლო პრაქტიკულად განუხორციელებელი: სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა თითქმის ყველა(!) მეზობელი ქვეყანა.
ამაზე არ უთქვამს, მაგრამ მიესადაგება მეფე -პოეტის სიტყვები: “ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!”
ავოეეეე, გეყურებათ, თქვე ძალიან “ნიჭიერებო”, ნამეტნავად “ჭკვიანებო” და არნახულად “შორსმჭვრეტელებო“!!!
შეგახსენებთ “დედაენიდან” რომ უნდა გესწავლათ ნუცას სკოლის” მიწოდებას: “ეს არის ანი, ეს არის ბანი, ისწავლეთ გენაცვაო!”