logo_geo
eng_logo
მამუკა ჩარკვიანი: არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ბიძინა ივანიშვილის ფონდს
- +

1 ივნისი. 2016. 17:25


მომღერალ მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა 4-წლიანი მტანჯველი მოლოდინის და მრავალი ოპერაციის და მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესდა.


მამუკა ჩარკვიანს ერთი წლის წინ ავსტრიაში ფეხზე საკმაოდ მძიმე ოპერაცია გაუკეთდა. იქ მეუღლესთან ერთად თვენახევარი დაჰყო. რეაბილიტაციის კურსს კი საქართველოში, სახლში გადის.


„გაცილებით უკეთესად ვარ. თუმცა, ჯერ ვერ ვდგები, რადგან ოპერაციის შემდეგ, 10 თვის განმავლობაში, წოლის გამო კუნთები მოდუნდა და ამუშავება გაუჭირდა. სანამ ნაოპერაციევი ფეხი არ შემიხორცდებოდა, მანამდე მასაჟებიც არ შეიძლებოდა, არც ადგომა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფეხის შენარჩუნება მოხერხდა. ოპერაცია გერმანელმა და ავსტრიელმა ქირურგებმა გამიკეთეს, ქართველი ქირურგი, სოსო ნანობაშვილი ეხმარებოდა. ბატონი სოსო აქტიურად იყო ყველაფერში ჩართული, ბევრ რამეს აგვარებდა.

ავსტრიაში წასვლამდე მაღალი სიცხეები მქონდა და ძალიან ცუდად ვიყავი, სეფსისი იყო დაწყებული. საქართველოში სამი ოპერაცია გავიკეთე და ოპერაციის შემდეგ განვითარდა სეფსისი.

ავსტრიაში ყოფნის დროს გაირკვა, რომ ბუმანის ბაქტერიაც მქონდა, რომელიც ჭარბი ანტიბიოტიკების მიღების შედეგად ჩნდება და ისევ ანტიბიოტიკმა უნდა ჩააქროს.  წარმოიდგინეთ, ანტიბიოტიკმა ეს ბაქტერია რომ დაამარცხა, ორგანიზმს რა უქნა! ამიტომაც გამიჭირდა ამდენ ხანს ფეხზე წამოდგომა.

 

არ შემიძლია, მადლობა არ ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა,  ბიძინა ივანიშვილის ფონდს, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას, გამგეობას, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ჩემი ავსტრიაში წასვლა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ყველას, ვინც დამეხმარა, დიდ მადლობას ვუხდი", - ამბობს მამუკა ჩარკვიანი. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner