ავტორი დინა მირცხულავა
არავისთან საპოლემიკოდ არ ვწერ, ძალიან ბევრი დღეა, ვაკვირდები მოვლენებს და ძალიან ბევრი დღეა ვფიქრობ, როგორ დავწერო...
ნაცი ფრენდების პოსტებსაც ვკითხულობ და ქოცებისაც, არც ერთს ვქოლავ და არც მეორეს...
რატომ ?!
იმიტომ რომ ჩემთვის ნაცები და ქოცები არიან ისინი, ვინც ზემოთ სხედან...
უბრალოდ მათ მომხრე ადამიანებთან კი კამათს არ ვაპირებ....
მაშ ასე... ის, რაც დღეს ხდება, არის ყოვლად მიუღებელი...იქ, სადაც სახელმწიფოს საფრთხე ემუქრება, პოლიციის მხრიდან ქმედითი ღონისძიებები დასაშვებია...სწორად გაიგეთ ეს... ძალიან სწორად...
ნაცების შიშით ვერაფერი გაუპროტესტებია ხალხს.
სადაც ხუთ ადამიანს ნახავენ, იქ ჩნდებიან...
ეცლიათ ახალგაზრდებისთვის, მშვენივრად გაართმევდნენ თავს...
ვერ და არ მივიღებ "ციხის ბუნტის" შემოქმედებისაგან გულზე მჯიღის ცემას...
ვერ და არ მივიღებ ნაცების მხრიდან თითის ქნევას...
ვერ და არ მივიღებ... ვერ და არ... უამრავი "ვერ და არ" შემიძლია ჩამოვთვალო...
რაც შეეხება თვალებდათხრილ იმპულსურ, გულანთებულ ბავშვებს, სახურავებზე კი არ შემოყარეს, სამკურნალოდ გაუშვეს....
უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ნაცების ნამოქმედარიდან...
უშუალოდ რომ ვიცი და პირველწყაროდან მომისმენია, ისეთები...
თუ რამე, უუნარო ხელისუფლება მირჩევნია მე პირადად... აი, ასეთი უუნარო...