logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ეს ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების ოცდაათწლიანი ნაცადი ტექნოლოგიით მართული პროვოკაციებია!
- +

30 ივნისი. 2019. 02:51

 

 

ზუგდიდის, ჭიათურის, მთაწმინდის არჩევნები, პანკისი, დავით-გარეჯი, სარალიძის და მაჩალიკაშვილის თემა, ლგბტ დავიდარაბა, ბევრი სხვა და რაც მთავარია, ვაშაძის გაპრეზიდენტების ჩაშლილი მცდელობები!

ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ყველაფერი ეს რუსული სპეცსამსახურების ოცდაათწლიანი ნაცადი ტექნოლოგიით მართული პროვოკაციებია!

ჰოდა, თუ ეს ყველამ იცით, ნაცები და ევროპული საქართველო ორივე ამერიკის პროტეჟეაო, რატომღა ამბობთ?!

დავიჯერო, რომ ვერ ხედავთ ვიღაცის უხილავი ხელი მეთოდურად და თანმიმდევრულად, როგორ შლის და ანგრევს ხელისუფლების ჩანაცვლების კიდევ ერთ რუსულ გეგმას?!

რომ ეს არა, მარტო პანკისში დაგეგმილი ქართულ ჩეჩნური კონფლიქტი რა ტრაგედიის სათავე იქნებოდა, ამაზეც იფიქრეთ და ვიღაცის მცდელობით რაებიც აგვცდა, იმაზეც!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner