აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBCავრცელებს.
„მიხარია შენი ნახვა კიდევ ერთხელ“, - მიმართა ტრამპმა კიმ ჩენ ინს.
აშშ-ს პრეზიდენტმა სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა და ჩრდილოეთი კორეის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც უკან, დემილიტარიზებულ ზონაში დაბრუნდა.
„ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც გვეწვია. ეს ადასტურებს მის სურვილს, რომ ვიმუშაოთ უკეთეს მომავალზე“, - ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა განაცხადა.
ტრამპი დემილიტარიზებულ ზონაში ვერტმფრენით ჩაფრინდა. ეს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის უკვე მესამე შეხვედრაა. პირველი ისტორიული სამიტი 2018 წელს სინგაპურში გაიმართა.