logo_geo
eng_logo
აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის ან აზარტული თამაშების ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელებაზე შეზღუდვები წესდება
- +

1 ივლისი. 2019. 11:30

 

 

აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის ან აზარტული თამაშების ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელებაზე შეზღუდვები წესდება.

 

შესაბამისი ცვლილებები „რეკლამის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები ირაკლი ბერაია, რატი იონათამიშვილი და გოგა გულორდავა არიან.

 

კანონპროექტის გათვალისწინებით, იკრძალება აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშების ორგანიზატორის ან ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება გარდა იმ შემთხვევისა, თუ – აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც აზარტული თამაში ან ტოტალიზატორი ეწყობა; აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობაა; ასევე აღნიშნული რეკლამა გარე რეკლამაა და იგი ზოგადსაგანმანათლებლო და რელიგიური დაწესებულებებიდან არანაკლებ 100 მეტრის დაშორებით განთავსებით ვრცელდება; აგრეთვე, აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაში ან ტოტალიზატორი ეწყობა. ამ თვალსაზრისით ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს და იგი აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშების ორგანიზატორის ან ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ ერთადერთი რეკლამა უნდა იყოს აღნიშნულ ობიექტზე.

 

ამასთან, ცვლილებებით, დაუშვებელი იქნება ერთზე მეტი აბრის განთავსება და ასეთი აბრის 10 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის არსებობა იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაში ან ტოტალიზატორი ეწყობა, ასევე აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშების ორგანიზატორის და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციაა შემცველი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner